ჩემის კაცობის გვირგვინო, ჩემო სამშობლო მხარეო! შენგან შობილი ოცნება გულს შანთად გავიყარეო.
დამიცევ, დამიფარეო. ბევრს ტანჯვას გამოვლილი ვარ, ბევრი დღე ვნახე მწარეო.
რაც მე ცრემლები ვღვარეო. ის მოიგონე, მაინცა, ბეჩავო არე-მარეო!
ვიცი, სამშობლოს მთვარეო; არ მიღალატო, ოცნებავ, მნახოდი მალე-მალეო.
იარო გარე-გარეო. თუ ამას იზამ, წინა დღით საფლავი გამითხარეო.
ოცნებავ, დაგიბარეო: შენ მნახე, შენა, მარტო შენ, გულს მიწა მომაყარეო. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვაჟა-ფშაველას პოეზია/პროზა |