კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 08:05

 

 

 

ყური დაუგდეთ ძველთა ნანგრევთა

უხმო კვნესას და უხმო გოდებას,

ის, რაც იხილეს ამ ქონგურებმა

არასდროს აღარ განმეორდება.


დგანან ამაყად მკერდშენგრეულნი

და იხსენებენ წარსულს ნისლიანს,

ყველა გოდოლზე, ყველა კედელზე

მამა-პაპათა წმინდა სისხლია.


და თითო ლოდი ხავსმოდებული -

ძველ მატიანის თითო ფურცელი -

უნდა გადავცეთ ჩვენს შვილთაშვილებს

წასაკითხავად ისევ უცვლელი.


იმათაც დახვდეს ციხე რუხისა,

ვარძიის მღვიმე - დიდება ჩვენი,

მათთვისაც რეკდეს ძველი გელათი,

სვეტიცხოველი და ზედაზენი.


დაე იცოდნენ: ყველა ნანგრევი

დღესაც გუშაგობს წარსულს ნისლიანს,

ყველა მათგანზე მამა-პაპათა

ჩვენთვის დაღვრილი, წმინდა სისხლია.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - პეტრე გრუზინსკი  • • •   პეტრე გრუზინსკის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ