რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი, თუ მამულს თავი არ ანაცვალე, - ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს, მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს.
შენ გეკითხები, ცაო ნათელო, ამ უხეირო ლექსების გარდა რას გავუკეთებ მე საქართველოს?
თქვენ გეუბნებით, ძმებო მგოსნებო, ამ უხეირო ლექსების გარდა დაგვრჩა საფიქრი და საოცნებო.
თუ მამულს თავი არ ანაცვალე, - ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს, მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ლადო ასათიანის პოეზია |