კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 15:56

 

 

 

დავიწყებული ძველი ფონები

და ნანგრევები დიდ ციხეების:

ჩვენი დიდება მოსაგონები,

ფართო ჩრდილები ცაცხვის ხეების.


შედიხარ ჩუმადგრილი ტაძარი...

მოთაფლისფერო სახე მამების;

და საცეცხლურში ცოტა ნაცარი

და შავი ხატი წმინდა სამების.


ნიშანი ბედის - კარზე ნალები,

სახურავები დახავსებული

და ღვთისმშობელის მოგრძო თვალები

უმანკო სევდით ამოვსებული.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოლაუ ნადირაძე  • • •   კოლაუ ნადირაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ