საქართველოთი ვინ არ დამწვარა, ან ვინ არ სტირის საქართველოზე, უძილო ღამემ ცრემლით დაჰღვარა წარსულ დიდების დაღვრემილი მზე.
გარდავიქმენით სისხლის მდინარედ, ცრემლებითა ვრწყავთ სამშობლოს ჭალებს, სულს ჩვენვე ვაცმევთ მწუხრისა ძაძებს.
სასაფლაოს გზა რად არ ილევა!.. სივრცე არ არი, რომ დაიგუბოს - სასომიხდილი მუქარა, წყევა!..
თეთრი აჩრდილი - თეთრი მადონის. გზა არ ილევა... თუმც მეწამულ მზეს აჰა, საცაა ზღვა დაიწონის.
ვარსკვლავნიც ჩვენთან გლოვობენ ცაზე, სტირის ზარნაშო... ჰკივის აფთარი, შავი ნაღველის გვცემს შავი ქარი.
ჯვარცმული ერის მადონა დედა. სად დავისვენებთ, სად დავაწყობთ ძვლებს, გემუდარებით - გვითხარი დედა!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტიციან ტაბიძის პოეზია |