ჰე, მამულო! გრძნობა შენი მოვლისა მარად ყველა ჩვენთაგანის ვალია. სანამ გმირმა შენთვის სული დალია, სთქვა: „სამშობლო, უპირველეს ყოვლისა!“
ყოველ ჩვენგანს ურყევ მიზნად ექნება მხოლოდ შენთვის თავდადების შეგნება: მამულს გული, უპირველეს ყოვლისა!
მზე ამოვა ყველა დაჩაგრულისა, წამლად იქნას ყოველ დაჭრილ გულისა: გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |