კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 16:53

 

 

 

ანდუყაფარო,

ლიპარიტო, -

დარნო მთათანო,

ბაგრატოვანთა ბანოვანის 

ტანო-ტატანო,

ბიჭო სესეო,

თოთიკაანთ 

ქალო მელანო,

ვაჟას არწივო,

შოთას ვეფხვო,

ტატოს მერანო;

ბზიფო,

ენგურო,

ალაზანო,

მტკვარო,

იორო,

აგერ ახლახანს 

გარდაცვლილო გალაკტიონო;

ქინძმარაულო,

ტიბაანო, -

ღვინოვ კახურო;

გამოსროლილო ხევსურეთით 

ლექსო ხალხურო,

დიდო კოლხეთო,

დიდო ქართლო,

დიდო შამქორო, -

ვერ დამადუმონ,

ვერ დამძალონ, -

თუნდაც ჩამქოლონ.

ვერ შეაჩერებს ვერაფერი 

სიტყვას გაბედულს -

ფრთები მასხია თქვენგნით, 

მხოლოდ თქვენგნით რამეთუ.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მუხრან მაჭავარიანი  • • •   მუხრან მაჭავარიანის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ