კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 17:25

 

 

 

უფლისციხესთან

სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი

არა დაღვრილის - 

დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა...

არავითარი 

სხვა სამშობლო ამაზე მეტი

არ გამაჩნია!


მე დავინახე 

სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,

თოთხმეტი ციხე

ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია...

არავითარი 

სხვა სამშობლო ამაზე მეტი

არ გამაჩნია!


მშვენიერია

ორ ზღვას შუა კავკასის ხედი

და კითხვა: „ვინ ვის?!“

ბებერ გულში ლახვრად მაჩნია...

არავითარი 

სხვა სამშობლო ამაზე მეტი,

არავითარი

სხვა გზა, სხვა ხსნა

არ გამაჩნია!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მურმან ლებანიძე  • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ