ახლა აქაც - ცას სილურჯე ემატება, ღვივის მოლი მიტკლის მწვანე ნაჭერივით... მე კი ჩემი საქართველო მენატრება - ცხრა ველის და ცხრა მთის იქით დარჩენილი!
მკლავებგაშლილ კაკლის ხეებს ფეხქვეშ ჩრდილის ნოხები რომ უფენიათ მეგობარი, მწუხრისას რომ გამიხსენებს, ჩემზე ფიქრით რომ ადგება უთენია.
სხვა ასეთი ათასი რამ, უნახავი და ათასჯერ ნახულიცა: მეზობელი, კაცს რომ ისე არ გასწირავს, ერთგულება ასჯერ თუ არ დაუფიცა...
სიამაყე - ჭირშიაც რომ გაიმედებს, ქალიშვილი, დღედაღამ რომ უნდა სდიო, სანამ ერთხელ გაღიმებას გაიმეტებს... |
პოეზიის გვერდი • • • • • • მიხეილ ქვლივიძის პოეზია |