სამი დიდი ოკეანე გარე უვლის ნათელ მხარეს! მთვარიანი და მზიანი ზეცა აფრქვევს სიანკარეს.
საომარი იყო ლელო - ის გადარჩა და სახელად ეწოდება საქართველო.
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, რომ დავიცავ შენს დიდებას, წინაპართა ძვლებს დავიცავ!
ეს ამერი და იმერი, მისი „ხელი ხმალს იკარ“ და მისი „მრავალჟამიერი“.
ის გურია და სვანეთი, თუში, ფშავი და ხევსური, აჭარა და თრიალეთი.
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, რომ დავიცავ შენს უფლებას, შენს უფლებას სისხლით ვიცავ!
აღმოსავლეთ-დასავლეთის გზა მიხვეულ-მოხვეული, იავნანა მეგრელ დედის, აფხაზური, მოხევური,
შეღებილი ქართლ-კახეთი! რაჭა-ლეჩხუმია შორით, ახლო - მესხეთ-ჯავახეთი...
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, რომ დავიცავ შენს ტკბილ ენას, შენს მშვენიერ ჩანგს დავიცავ!
ომს ვეფხვებრივს, შინ - ზრდილობას. მის ჩონგურებს და წერეთლის უდარებელ წერეთლობას.
დაჰკარ გრძნობით დაირასა”, - განა გული ძველის ჩრდილით სამუდამოდ დაირაზა.
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ. რომ დავიცავ ფაზისის ცას, საირმეთა ეშხს დავიცავ!
ქარი არხევს ზვარის სამოსს, და ხავერდი სავსე მთვარის მოჰფენია საგურამოს.
გვეგებება ოხვრა კაკლის... ახალგაზრდა გოლიათი ახლა ავსებს ამ დანაკლისს.
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ. რომ დავიცავ შენს სიმაღლეს, შენს მგზნებარე ჩანგს დავიცავ!
დიდება თუ დამარცხება. ეთვისება ზაჰესს მცხეთა და არაგვიც არა ცხრება.
და მდიდარი - ფეროვნება, მისი შრომა, მისი სიბრძნე, მისი დიდი ხელოვნება. -
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, რომ დავიცავ შენს სიმართლეს, სისხლით ნაპოვნ გზებს დავიცავ!
მონასტერის სიამაყე, მოვიარე მთა და ბარი, მაგრამ მსგავსი ვერსად ვნახე!
მეომარი და მგოსანი, და ჩუქურთმა უფრო ძველი, ვიდრე "ვეფხისტყაოსანი".
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, რომ დავიცავ იმ ლექსთა ხმას, იმ ჩუქურთმის შუქს დავიცავ!
მოკირწყლული იყო ძვლებით, მოღაღადე უკეთესად. ვინემ უსახელო წლები.
ანათებს აქ დროის თვალი - რარიგად ჩანს მშვენიერი საქართველოს მომავალი!
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, რომ დავიცავ იმ მომავალს. იმ მომავლის მზეს დავიცავ!
არის ფუძე ახალ ხანის, ჰგავდეს რკინას ნებისყოფა თვითეული ჩვენთაგანის.
თვითეული დღე ფრთამალი, რომ არ ჩანდეს კვლავ იმ დიდი სიდუხჭირის ნატამალი,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, რომ დავიცავ შენს მიღწევებს, შენი დროშის ფერს დავიცავ.
წინათ ქმნიდნენ ქართულ ანბანს, ხელნაწერნი განვლილ დროის მოგვითხრობენ გმირთა ამბავს -
მშვენიერი ძველი ენა, სული ქართლის ცხოვრებისა, რუსთაველის აღმაფრენა!
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, რომ დავიცავ უძველეს განძს, იმ უძველეს წიგნს დავიცავ!
მშვენიერი ძველი ენა, კიდევ - რაც ამ ოცი წელის გადიშალა აღმაფრენა,
ამ ანბანით აწყობილა... სხვა მეოცე საუკუნე არასოდეს არ ყოფილა!
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, რომ დავიცავ შენს ახალ გზებს, შენს უახლეს წიგნს დავიცავ!
საქართველო ნაწამებო: ქართლს განუდგა იმერეთი, საკუთარი სურს სამეფო.
ველურობის ხმა და ზახი. თბილისს რომ არბევდა ხროვა ჯალალ-ედინ - ხორეზმ-შაჰის.
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, რომ დავიცავ შენს მშვიდობას, შენს მთასა და ზღვას დავიცავ!
ძველი ქვეყნის საბუდარი, აწ სხვაგვარნი ქარნი ჰქრიან, ჩვენ მხარე გვაქვს საკუთარი.
ვერც უხვობას გენიისას, და ბრწყინვალეს ანთებს ვარსკვლავს - ვარსკვლავს აკადემიისას.
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, რომ დავიცავ ერთა ძმობას, მეგობრობის ფიცს დავიცავ!
კვლავ ბრწყინვალე გახდა მხარე, თუ მოეღო მეყვსეული - მშენებლობის ნიაღვარი,
ამეტყველებს თვით ქვა-ლოდებს, ეგ მისთვის, რომ ჩვენ ეპოქა ახალ გზისკენ მოგვიწოდებს.
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, რომ დავიცავ შენს მიღწევებს, შენი დროშის ფერს დავიცავ!
გვიერთდება აღტაცება, თუ გვამხნევებს და გვიტაცებს განახლების დიდი მცნება,
ახალ სიმაგრეებს აგებს, ეგ მისთვის, რომ ჩვენ ლენინი მუდამ წინსვლას გვიქადაგებს.
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, რომ დავიცავ შენს სიმაღლეს, შენს მშვენიერ ჩანგს დავიცავ!
საგანია ჩვენი ზრუნვის, ჩვენ შევძელით დაფასება ჩვენი მძლავრი საუკუნის.
გზათა სივრცე და საზღვარი, გადავლახეთ ღამე ბნელი და ბურუსი ყოველგვარი.
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, გიცავდი და გიცავ მარად, გიცავდი და კვლავ დაგიცავ! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |