ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო, ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.
ყოფილან ოპიზრები-გასაშტერებელი;
რასაც მოჰყოლია შოთა რუსთაველი...
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.
გაჭენებული და გამოჭენებული;
ყოფილა ორ-ზღვას-შუა აღმოცენებული.
თამარს უკრეფია სულ ოქროს ვაშლები!
რომ გავმზადებულვართ ახალ ბიზანტიად.
ბორბალი უკუღმა დატრიალებულა.
მონღოლს მოჰყოლია თურქი და სპარსელი.
სპარსეთს და ოსმალეთს შუაზე გაუყვიათ.
იყალთო დაკეტილა, გელათი დანგრეულა.
ოთხივეს საბრალო ლექსები უწერია,
ხმლით შემოვარდნილა ერეკლე-ბატონი... ამას მოჰყოლია: „ვაჰ, დრონი! ვაჰ, დრონი!“
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |