თუ ჩემი ძმა ხარ, ერთიც მიმღერე და დავუჩოქებ მიწას მუხლებით. - მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლე, დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი.
ვინ მისცა ფერი არაგვის ველებს, სანამდე უნდა, რომ მზეთ ედინოს გავარვარებულ ოქროს მთა-ველებს!
წავა, გაქრება, როგორც სიზმარი, მე კი რა ვუყო ამ გოლიათ მთებს, რომ ქონდრის კაცსაც დევად აგანთებს.
ვინ დარგო ერთად ამდენი ვაზი. სჯობს აღარ გქონდეს სულაც სამშობლო, ანდა არ იყოს ასე ლამაზი!
რომელი კუთხე, რომელ ქვეყნისა? ვის თუთქავს ასე ცეცხლის ღადარი, ქვეყნად სამოთხე სხვას ვის ეღირსა?
და საქართველოს მედგას უღელი: - მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლე, დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტიციან ტაბიძის პოეზია |