ამ მიწის ბედი ჩემი ბედია, მის ბეჭზე ბეჭით ვთიბავ ბალახებს, მე თუნდა არ ვთქვა, მთები გეტყვიან, რაც მაწუხებს და რაიც მალაღებს.
ცა არის ჩემი ჭერხო და ბანი, საწუთრო ჩემზე ისე ბალახობს, როგორც უღელში ნაბამი ხარი.
ბრუნავს მიწა და მეც მატრიალებს, სადღაც მივდივარ, გზა მიდევს შორი, წვეთი-წვეთ ვტოვებ უკან მზიანეთს.
ამ მიწის ბეჭზე დამწერეს ჯვარი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გოდერძი ჩოხელის პოეზია |