კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 სექტემბერი 2024 05:17

 

 

 

ვალდებული ხარ! წიგნად გადაშლილ

ზვრებში ხელდახელ კვლავ თუ ტრიალებ,

ვალდებული ხარ ცვრიან ბალახში

შენ ერთხელ მაინც თუ გაიარე.


თუ გაილუმპე თბილი წვიმებით

და ამღერებაც თუკი გაცალეს,

ფრთებით, ხილვებით, გულს გეფიცები

ვალდებული ხარ! შენ გენაცვალე!


ვალდებული ხარ! ვეფხისტყაოსნით,

შიო-მღვიმით და დავით გარეჯით

რომ არ დაცხრი და რომ არ დაოსდი,

რომ არ დახავსდი, რომ არ დაეჭვდი.


ვალდებული ხარ! შენი მარაბდით,

შენი მცხეთით და შენი კარსანით

ვალდებული ხარ! აწ და მარადის,

როგორც მონა და როგორც ვასალი.


ვალდებული ხარ! როგორც ჭადარი,

როგორც ოლე და როგორც ურთხელი,

გალაკტიონის თბილი სამარით,

ვაჟას ლოცვით და გოგლას კურთხევით.


ვალდებული ხარ! კერის ღადარით,

და ბიბლიური დროის ოსანით,

ვალდებული ხარ როგორც მხატვარი,

როგორც მეფე და როგორც მგოსანი.


ვალდებული ხარ! ჩამქრალ შამქორით,

ღვთით და განგებით აღთქმულ დარდებით,

ვალდებული ხარ ფრთებგადათოვლილ

ბარიკადებით და ბალადებით.


შუქად რომ იქეც, როცა იცოდი

კვლავაც, რომ ერის დარდი გაწვალებს,

ვალდებული ხარ! შენი სიცოცხლით

და უკვდავებით - შენ გენაცვალე!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ