კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 08:03

 

 

 

მისი გაზრდილი შვილი ვარ,

მისი ერთგული ვრჩები,

პაწია საქართველოა

ჩემი სოფელი, ჩემი.

მომსწრე არიან რამდენის

ჩახავსებული კლდენი,

რამდენი ჭირი უხილავთ -

აუწერელი ენით...

ახლა ედემის ბაღია,

სასწაულია ახლა,

თუ არ გინახავთ, მობრძანდით,

მართლაც უნახავს ნახავთ.

განა მარტოკა ოცნებით,

განა მარტოკა ფიქრით,

მშრომელი კაცის მარჯვენით

დაქარგულია იგი.

არის ათასი ლექსის და

ნაღდი სიმღერის ღირსი -

გაზაფხულ-ზაფხულ-ზამთარი

და შემოდგომა მისი.

სხვაგან სადაა ამდენი,

ბულბულია თუ შაშვი,

საღამოსფერი ქლიავი,

ლოყაწითელი ვაშლი,

რომც იყოს, მაინც სულ სხვაა.

აკვნის ადგილი ჩემი,

უკვდავების წყლით სავსეა

წყაროები და ჭები.

მისი გაზრდილი შვილი ვარ,

მისი ერთგული ვრჩები,

პაწია საქართველოა

ჩემი სოფელი, ჩემი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ავთანდილ გურგენიძე  • • •   ავთანდილ გურგენიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ