მე ხომ არ ვამბობ, დააბრუნოთ ძველი ხატები! ოპიზრის ჯვრები! ლურჯი თასები! პაპის ქამარი! პაპის-პაპის ვერცხლის ხანჯალი! გვირგვინი მეფის! სადედოფლო თავსაბურავი! მაგრამ მიწა, ჩვენი მიწა, მიწა ქართული! - გამოხვეული ნაჩქარევად რაღაც ქაღალდში, და თავსაფრებით, ცხვირსახოცით თან წაღებული - უნდა უთუოდ დააბრუნოთ! ო, უსათუოდ! რომ მიწას ქართულს მიემატოს მიწა ქართული! მცირე ისედაც! უმცირესი! უუმცირესი! - ო, დააბრუნეთ! დააბრუნეთ მიწა ქართული! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტარიელ ჭანტურიას პოეზია |