კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 სექტემბერი 2024 03:51

 

 

 

განა უკეთესი რა უნდა ვინატრო

როცა მარგალიტის პატრონი თავად ვარ

და მაინც მჭირდება წარსულზე გიამბო

მოდი მე ვიქნები სიტყვების თამადა.


მოხდა საოცრება! - აზრები მერევა

ვხედავ არ გამომდის მალამოდ დაგედო.

ვაითუ ამ წელსაც ისეთი მეკვლე ვარ

გზაში დამეკარგოს ოცნების საბედო.


რად მინდა წარსული თუ ხვალე მკვდარია

რად მინდა ამდენი უაზრო პირობა.

ვიცით რომ ავდარზე ლამაზი დარია

ვაი რომ ჩაბარდა გარდასულს გმირობა.


ვაი... საქართველო ისეც პატარაა

თქვენ ნუღარ აკუწავთ ეყოფა ტკივილი

საბრალო, - ხომ ხედავ ბედის ამარაა

გაუსკდა გული და არ ისმის ჩივილი.


აღარ იწერება ხვალის ისტორია

მარჯვენა მოკვეთეს მცხეთას არსაკიძეს

პირმშოს ნათლავენ და სულ სხვა მირონია

"ვეფხისტყაოსანი" ისევ არ აკინძეს.


ისევ გაიყიდა ჩვილი ისტამბულში

ქალები თავისით გარბიან თათართან

კაცი გამოუტყდა სხვა კაცს სიყვარულში

ქართლის ისტორიაც ამგვარად დამთავრდა.


კმარა საქართველოვ! - გეყოფა მონობა!

ისევ გააჩინე ლეკვები ალგეთის

მუხლს აღარ იყრიან ბავშვთან და მოხუცთან

ნუთუ დაყრუვდი და გოდება არ გესმის.


რატომ გაუძელი ამდენ კატაკლიზმებს

თუ უნდა მოესპე ვიღაცა შადიმანს.

მე ქართვლის დედა ვარ, ვიცი რა მატირებს

და მაინც შენს იქით სიცოცხლე არ მინდა.


როგორ მოვუარო იანკის ბებიას

როცა საკუთარი მიკვდება შიმშილით.

უტვინო გვმართავს და გენიას ებრძვიან

მკვდარი შაჰ-აბასი ხარხარებს გიჟივით.


...წვიმა წამოვიდა,შენი ცრემლებია,

ადე, შეიხვიე ძვირფასო იარა.

მთებზე გაზაფხულის ჭრელი ფერებია

ხვალის დღეს დავლოცავ დღევანდელს კი არა...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნანა ცინცაძე  • • •   ნანა ცინცაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ