კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 15:41

 

 

 

გლოვას მოუცავს მწარეს

სრულიად ივერთ მხარე,

აღარ გვყავს ჩვენი მზე და 

აღარ გვყავს ჩვენი მთვარე.

ორად გაპობილ გულის

სად, სად ვიპოვნით წამალს,

მიასვენებენ თამარს,

მიასვენებენ თამარს.

თმაგაწეწილი ღრუბლის

ცრემლი ასვენებს დაისს.

ხმა ამოიღეთ მაინც,

საით, ბიჭებო საით.

სად მიგყავთ დედოფალი

მშვენიერი და ბრძენი,

იმედი ჩვენი ჯიშის,

დუღაბი ჩვენი რწმენის.

სადღა ვიპოვნით მეფეს

დიდი თამარის შემცვლელს,

ვინ გასცემს პასუხს რომის

და ბიზანტიის ელჩებს.

მაინც სად მიდის ნეტავ

ეს დაწყევლილი გზაი,

ხმა ამოიღეთ, ძმებო,

საით, ბიჭებო, საით.

დიდების დიად გზებით

აწ ვინ გაუძვეს ქართველთ,

ვის გარდმოუვლენს ღმერთი

ზეგარდმოისას ნათელს.

ვინ განიკითხავს მისებრ

უპოვართა და ღარიბთ,

ვიღას უმღერებს შოთას

სწორუპოვარი ქნარი.

სულს ვინ შთაბერავს ისევ, 

ივერთა დამჭკნარ ყვავილს,

ხმა ამოიღეთ, ძმებო,

საით, ბიჭებო, საით.

მუდამ საომრად მზადმყოფთ,

მშვილდად მოზიდულთ მუდამ,

ბასიანის და შამქორის

არწივებს ცრემლი გუდავთ.

არ დაბრუნდება უკან,

თან წაიყოლა რაიც,

ხმა ამოიღეთ, ძმებო,

საით, ბიჭებო, საით.

ურა ცხენების რემა

შორს უკე ტორავს ტრამალს,

მიასვენებენ თამარს,

მიასვენებენ თამარს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ენვერ ნიჟარაძე  • • •   ენვერ ნიჟარაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ