სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II–ს
უზარმაზარო იმედო, იმედო - ენით უთქმელო, ჩვენი ტანჯული მამული - რა იქნებოდა უთქვენოდ?! |
სამშობლოზე უტკბილესი, - არც თაფლია და არც ლექსი... არც ლამაზ ქალთან ალერსი! სამშობლოა - ერთადერთი, დედაც და ხილული ღმერთიც! ჰე, მამულო, მაპატიე, - რაც გეკუთვნის - ის რომ ვერ ვთქვი! შენ, თუ მე არ მეყოლები - არც ოქრო მსურს და არც ვერცხლი! არც სიცოცხლე მინდა ჩემი, არც ჭიკჭიკი - ჩიტის, მერცხლის! ღმერთო, ვიცი, რომ ჩემთან ხარ... რომ ხარ მხსნელი, სულ მამური... გევედრები, მე მომკალი, - გადამირჩინე მამული! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ავთანდილ მეგრელიშვილის პოეზია |