საქართველოს გუშაგო, გვესმის შენი ძახილი, ვნახეთ შენმა მარჯვენამ მტერი როგორ დადაღა, ნახა შენმა ქვეყანამ, რომ მოიმკე სახელი, უფრო მეტი დიდების მოსახვეჭად მზადა ხარ. შენს მიწაზეც დაეცა ჩრდილი შავი ფრთებისა. შენი კერა აქ არი, პაპაც აქვე სახლობდა, დღეს შენა ხარ დარაჯი ამ დალოცვილ მთებისა. შენი შვილის აკვანი, შენი ფუძე აქ არი. მტერი მოდის, კისერზე რომ უღელი დაგადგას. ვაჟკაცურად დაუხვდი, არ მოუშვა, დაჰკარი! პირში ჩაგვეშრიტება სიტყვა რუსთაველური. მონურ უღლის ტაბიკზე შემოგვიჭერს აპეურს და ნესტანს ტყვედ წაიყვანს ქაჯი უფრო ველური. მტერი ხანძარს უნთებდეს საქართველოს ცისკიდეს, ამირანის ნადგომზე ქონდრის კაცი დგებოდეს და არწივთა საბუდარს ყვავ-ყორანი სძიძგნიდეს. ხალხი მისთვის გადიდებს და თავს მისთვის გევლება, რომ რუსთაველის სიმღერა მტერს არ ჩაახშობინო, რომ ნესტან და თინათინ მტერს არ მისცე მხევლებად. შენი შვილის აკვანი, შენი ფუძე აქ არი. მტერი მოდის, კისერზე რომ უღელი დაგადგას, ვაჟკაცურად დაუხვდი, არ მოუშვა, დაჰკარი! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |