კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 15:48

 

 

 

როცა დღე, ომის გრიალით სავსე,

ცეცხლის ალმურში დაიბინდება,

სამშობლოს ვარსკვლავს მე ვხედავ ცაზე

და ჩემს გულშიაც სხივი ინთება.

როცა ღამესაც ხანძარი დასწვავს

და ისიც გრგვინვით გადაფრინდება,

მაშინაც ვხედავ სამშობლოს ვარსკვლავს

და გული საფრთხეს არ უშინდება.

ყოველთვის, როცა ამ ცეცხლის გზაზე

გულს გამხნევების ძალა სჭირდება,

სამშობლოს ვარსკვლავს შევხედავ ცაზე

და მღვრიე ფიქრი დამეწმინდება.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ალექსანდრე აბაშელი  • • •   ალექსანდრე აბაშელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ