რატომ შეგარქვეს ნოქალაქევი? ჩემი ოცნების ტურფა ალაგო, წლებმა წარეცხეს სისხლის ლაქები, რომ დღეს მზის ენით გველაპარაკო... მოგონებათა ზეცა ეხურვის, თვალმარგალიტის მძივების მსგავსად მოათამაშებს ზვირთებს ტეხური. მზე რომ კვლავ გვადგას თავზე გვირგვინად, ერთ დროს ნაგები, ერთ დროს ნაქები კოშკი ჟამთასვლამ სად გაგიფრინა?.. მზეს შენს წინაშე სხივი დაჰხრია, იქნებ თამარის ოქროს ქოშები შენი დიდების კართან მარხია?! ჩვენი წარსულის მწველო იარავ? როცა კვლავ შვენის ნისლი მთვლემარ მთებს ლამაზმანების სხივთა ხვიარა... თითქოს იყო და არა იყო რა... ბარათაშვილის ფიქრთა მერანმა შენს მაღალ ხიდზეც გადაიქროლა... დე, ვიდგე შენს წინ ასე მდუმარი, ოღონდ წარსულის ფრთებით მარწიე შენი ამაყი მთების სტუმარი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ეთერ სამხარაძის პოეზია |