ო, რა სიჩუმეა, ო, რა სიმშვიდეა, დუმილი ქვათა და კირთა... წარსულის კურცხლები ცას ახლაც ჰკიდია ბესლეთში, თამარის ხიდთან... აუშვეს უცებ და გამოჩნდნენ ლანდები მქრქალი... დარახტულ რაინდებს წინ მოუძღვება ცხენზე ამხედრებული ქალი... გაშალა ხელი და ხიდთან შველივით შედგა, მირიადწლოვანი, ოცნება მწველი და საქართველოს დედა. ის ქალღმერთს ჰგავდა იმ წამს... არ ჩამაყოლო, ღმერთო, მტრის ჯავრი, თქვა და ემთხვია მიწას... სამშობლოს ჯავარი, აღმძვრელი ათასთა ფიქრთა, დიდხანს ლოცულობდა ღვთაება თამარი ბესლეთში, თამარის ხიდთან... ცამ ფრთხილად დაუშვა ფარდები, - შემკული დაფნით და მზითა, კვლავ ზღაპრულ ცხენებზე ამხედრდნენ ლანდები ბესლეთში, თამარის ხიდთან... დასრულდა სიზმარი, შევხედე, ცა ცრემლებს ღვრიდა... ო, ღმერთო! - ის ღამე, ის წუთი, ის წამი, ათას წლის სიცოცხლედ ღირდა... კეთილო მგზავრებო, შეჩერდით, შეჩერდით, ბესლეთში, თამარის ხიდთან... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ეთერ სამხარაძის პოეზია |