ღრუბელს შევეყურებთ ფერადსა, ქარმა რომ არივ-დარია, - მგელსა ჰგავს... - არა, გენაცვა, ვახტანგ გორგასლის ფარია.
ჰორიზონტს გააქვს დგანდგარი - ოჰო, დიდგორზე დაძრულა აღმაშენებლის ლაშქარი.
ვაჟებს, ამართული ცხენებზე, ვაი, დედასა მტრისასა! დღეს შავად გაუთენებენ.
ნისლებში, იისფერაში, დღე იწმინდება - მზე დაჩნდა მეფე თამარის მზერაში. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მზია ჩხეტიანის პოეზია |