ეს მოხდა მაშინ, როცა ქვეყანას თვითმყრობელობა დათვივით აწვა, როცა უფლება ხიშტზე ემყარა, იყო მათრახი და ზურგის აწვა. თავისუფლებას ხვრეტდნენ აკვანში, როცა ოხრავდა სული ბორგილი სახრჩობელაზე და ბნელ საკანში. და უმეცრება საწამლავს თესდა, როს ჩატყდა წინსვლის ყველა ხიდები და პოეზია ძაძებში კვნესდა. მეფე-შიმშილი, არ იყო შველა, როს, ვით წურბელა, ოქროს ქვევრიდან წუწნიდა შარბათს მძარცველი ყველა. და ზარბაზანი ძაღლივით ყეფდა, როს დედამიწას სისხლი ათრობდა და ბოროტება - ნადავლსა კრეფდა. ეყარა ლეში, ვითარცა ზვავი, ზეიმი ჰქონდათ ნადირებს ხევთან არ იყო პური, არ იყო ზავი; ტიროდა ცოლი, ტიროდა დედა, ცვიოდა ცრემლი კოხისებურად და იზრდებოდა დრტვინვა და სევდა, - ჯერ უხილავი განცდა გვარგუნა; ბრძანა: "ცხოვრებამ იცვალოს გეზი?" და ისტორიის ღერძი გაღუნა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვარლამ რუხაძის პოეზია |