ძმაა თუ დაა?! მეგობარი, ცოლი თუ დედა?! ვინ გვინთებს სანთელს?! ვინ გვიხარშავს კოლიო-წანდილს?! ვინ გვიცხობს საკურთხს?! შავით მოსილს ვის - რომელს ვხედავთ?! სასაფლაოზე უფრო ხშირად რომელიდ დადის?! აყვავდა ნუში, კუკიისკენ წამომყე მაღლა, მე შენ გიჩვენებ, ვისიც მეტად ჰყვავის წუხილი... აგე, თუ არა! მარტოდმარტო მოსულა ახლაც - ზის დედაბერი შავ გრანიტზე შავი კრუხივით! |
ლექსები დედაზე • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |