ვეტყვი ახოს ნანასა, მისსა შესაგვანასა ტკბილად რასმე ძილისა ადრე მოსაყვანასა. ჩემსა ლიზღუ ტანასა, ჩვილსა, პაწაწანასა, მიუჯდები აკვანსა, ურწებ ხანის ხანასა. მშობელთ სათუთანასა, პირმზე, ლელწამტანასა, ქვეყნად ვითა ჰაერთა, ვარსკვლავს მოტატანასა. ახალს ბანოანასა, არ უგვაროვანასა, თვალ-წარბ გარდახატულსა, სასურ სატრფოანასა. ნაზსა, ლამაზმანასა, სუფთა ფაქიზანასა, ღაწვნი მობალახშვიან, აწ ყე კეკლუცანასა. ქალსა კოკროჭანასა, კაბა ნაოჭანასა, ჩემის სევდის მუფარახს, გულთა საოხჭანასა... სულთა მისაძღვანასა, მე, გლახ, შენისთანასა ვერა ვჰპოვებ, შენმა მზემ, სრულად ამ ქვეყანასა. |