დედა, ასჯერ რომ გავჩნდე ამქვეყნად, ასჯერ რომ მომცეს ყოფნამ როლები, ნუთუ ასჯერვე გამზრდის სხვა დედა, შენ კი ერთხელაც არ მეყოლები! აღარ შევხვდებით აწი აკვანთან! ნუშები წელსაც აფრად გაშლილან, ალუჩა წელსაც თეთრად აყვავდა. ცისქვეშ უდედოდ როცა დავრჩები, იმ გაზაფხულებს, იმ შემოდგომებს დაემდურება ჩემი ფანჯრები... ჩამავალ მზეს რომ დარდით გასცქერი, ნუგეშს მცემს შენი მოწყენილობაც, მხოლოდ ისაა თავზარდამცემი, ასჯერ რომ მომცეს ყოფნამ როლები, თურმე ასჯერვე გამზრდის სხვა დედა, შენ კი ერთხელაც არ მეყოლები. |