ვიყავი ადრე მე ანტონიო, დღეს მართლა ვგევარ ნერონს მკივანი, ბევრი ოცნება გამოვიგლოვე, და ბევრი მდაღავს ახლაც მტკივანი. დედის ძუძუსთან ვწოვდი უჟმურებს - რომ იყო მართლა გარდაქეშანი, ორპირი მაინც დაგაუძლურებს. ხვილიფში სჭამდნენ მგლები ჩვენს ხარებს, ვგრძნობდი, ორპირი რომ დაივსება, ვიცი, ორპირი ვერ გაიხარებს. მეღამურები თავზე დაგორავს არ ეშველება ამ საქმეს წამხდარს, ადრე ვუტიე მე ანაფორას. ელი, ჩამოვალ მაინც უეცრად. როცა რიონი სუნთქვას გაკმინდავს, მას შენი გული დაყვება ფიცრად; დაღუპულ ქმარზე, დაკარგულ შვილზე, ყველა დაშორდა დანავსულ კუთხეს და მარტო დარჩი გამოტირილზე. არ ვიცი, რა ვქნა, რით განუგეშო სირცხვილი არი, რითმა ვეძიო, როცა შენ გხედავ ასე მწუხარეს. თვითონ რიონი მოდის ეზოში... ჩვენს დაღუპულ ბედს სტირის გომბეშო, ისიც ჩვენსავით ცრემლს ღვრის მდუღარეს. ვფიცავ ჩემ სიყრმეს და ჩემ ნასოფლარს, ვფიცავ, რაც გულში გამიარს სეტყვა, ვფიცავ, ჩემ მამის დარჩენილ ოლარს, საქართველოს მზე, მკვდრების ცივი მზე და თუ ეს გრძნობა ვინმემ წამართო, ცოცხლად დავწყვები სასაფლაოზე. ვერ გავეპარე სამშობლო მხარეს. არ მინდა, მოვკვდე სადმე უბირი, გმირთა აკლდამა მეც შემიფარებს; ამ ღამეს ჩემთან მაინც ვინ არი? ორპირის ხაშმით დანაგუბარი და მამიჩემის კუბოს ფიცარი. ნაზი, რომელიც სიცოცხლით მოგსპობს, მოკვდეს, ვინც გული იმათ გაუყოს, უარვყოფ უკვე მე მოგებულ ომს. სიზმარში მაინც გამომეცხადე, გახსოვს, შენ ასე ვის დასტიროდი, მეც ეხლა ასე ვსტირი უბრალოდ... ან ვინ არ სტირის საქართველოზე, ბევრის სიცოცხლე მან გაამწარა და ბევრიც დავრჩით სასაფლაოზე. |
ლექსები დედაზე • • • • • • ტიციან ტაბიძის პოეზია |