ჩამრჩა ხსოვნაში, როგორც არაკი, როცა მე, ჩემს ძმას-ბალღებს პატარებს, ძვირფასო დედი, მთელი ქალაქი სახელდახელოდ შემოგვატარე.
მთის გულში დგახარ და იყურები, ნეტავ საკუთარ თვალით განახა ჩემი ქალაქის თაიგულები.
უნდა დაღალო მუხლი და თვალი: მთელი ქალაქი რომ მოიარო და შინ დაბრუნდე ნანახით მთვრალი!
დასძლიე მოხუც ძვლების სირბილე, სულზე ტკბილო და ძვირფასო დია, ჩამოდი ქალაქს ჩამოირბინე.
მე ბედნიერი ჭაბუკი ვარ დღეს: და რომ ჩამოვალ ზაფხულში შენთან, მოგიტან ჩემი ქალაქის ვარდებს. |
ლექსები დედაზე • • • • • • ლადო ასათიანის პოეზია |