თეთრად მოჩანს ეკლესია წყალწითელას გადაღმა, ისევ იქ დგას ბერი ცაცხვი, ალვები კი გადახმა. წყლისპირს ისევ ამჩნევია ჩემი ნაფეხურები. გაღმა იყო ლელიანი დაფარული ჭინჭრითა. ჩაიარდა დედაჩემი, ტკბილად დამიძახებდა. ჯვარი დგას თუ ხელგაშლილი დედა მოდის ბილიკზე? ხელგაშლილი დედიკოა, განა მართლა ჯვარია! განა მართლა ტოტებია, დედაჩემის თმებია! დედა ისევ გადმოდგება შვილის დასაძახებლად! |
ლექსები დედაზე • • • • • • ვახტანგ გოგოლაშვილის პოეზია |