კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 09:59

 

 

 

- დედა, დედილო, დედილო,

მითხარი, ჩემო კეთილო:

მე როგორ გავჩნდი ამ ქვეყნად,

მინდა, რომ გამაგებინო!

იქნებ ბაღნარში, ცალიკად,

ყაყაჩოების მაისში

მომწყვიტე,

მკერდში ჩამიკარ,

აღარსად აღარ გამიშვი?

იქნებ მთელი დღე ირჩევდი

თოჯინებს - წამწამნაჩრდილებს,

არჩიე, ბევრი არჩიე,

სწორედ მე ამომარჩიე?

- შენ დაგენაცვლოს დედილო,

ჩემო ოქრო და ალმასო,

მზის მადლზე უფრო კეთილო,

მთვარეზე უფრო ლამაზო.

არც ყვავილებში მოგნახე

გაყუჩებული მორჩილად,

არც ჩამოგიღე დახლიდან,

როგორც უთქმელი თოჯინა,

სინათლევ ორთავ თვალისა,

აბა, როგორ არ მიყვარდე,

გულის ფიცარი ავიხსენ,

სულ ფრენით ამოგიყვანე!


ლექსები დედაზე  • • •   პოეზია - ნაზი კილასონია  • • •   ნაზი კილასონიას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ