კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 09:48

 

 

 

დედი მე მესმის შენი ტირილი,

ჩემი გზები კი ბნელში მიდიან,

დამრჩა შენს თმებში ბაღი გვირილის 

და ვარდისფერი დღის იდილია...


როგორც ხომალდი შერჩეს აისბერგს,

გული ყინულის რკალში ჩაეფლო,

აქ აშრიალებს ფარდა ღამისფერს 

და დგას თეატრის ცივი საუფლო...


აქ სხვა მხარეა, ამ მხარეს ქვია

უსახლკაროთა თავშესაფარი,

შორს ცის ტატნობთან მთვარის რექვიემს

ღრუბელი მისდევს მარტორქასავით...


ვეღარ მიხსნიან შენი ცრემლები,

შენი წყლულებიც ვეღარ მიხსნიან, 

ქარებს დანებდნენ ბედის მტევნები

და უთავბოლო გზებით მიჰქრიან...


და თუ ჩვენს ბაღში, ვარდისფერ ბაღში,

მე დაგიტოვე სევდა უძირო,

შენ მაპატიე, რომ არ ვარ ბავშვი,

რომელსაც მუდამ გინდა უცქირო...


ლექსები დედაზე  • • •   პოეზია - სოსო ნადირაძე  • • •   სოსო ნადირაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ