კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 07:15

 

 

 

დედა მომიკვდა...

და დილიდან უკვე დავბერდი,

ჩემთვის არაა ეს, არაფრით გარდაცვალება,

ახლოს რომ ვიყო, სასულეთის კარს შევაღებდი

და ნელთბილ სხეულს ავაცლიდი ტანჯვა-წამებას.


დედა მომიკვდა...

და ატირდა ჩემში ბავშვობა.

მალე, ამ ყოფას დაერქმევა ალბათ ობლობა.

მე, მოვლენილმა, სულ სხვა ქალის, სულ სხვა საშოდან,

მხოლოდ დედაჩემს დავულოცე ჩემი მშობლობა.


დედა მომიკვდა...

და დაწნეხა გული ტკივილმა,

უცხოობაში მისი სული სად გამეპარა...

ხორხი გახეთქა უმწეობის ცივმა კივილმა

და დედის ცხედარს, ცხრა მთის გაღმა გადაეფარა.

დედა მომიკვდა...


ლექსები დედაზე  • • •   პოეზია - მანანა ფრუიძე  • • •   მანანა ფრუიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ