შვილებს არ შეხვდეთ გზაზე ეკალი? ნუ დამილოცავთ შვილებს ამრიგად, - მომავალს ბრძოლა სჭირდება როცა წყევლას უფრო ჰგავს ამგვარი ლოცვა!
ასეთი ლოცვა ღმერთმა აშოროთ, მაშ ვინ ჩაიცვას ტანზე ბეგთარი, ვინ უერთგულოს მაშინ სამშობლოს?
ჩვენი შამქორი, ჩვენი მარაბდა, ყველას რომ ევლო უეკლო გზებით ამ ლურჯ მთებს ვინღა დაიფარავდა?
ვარძიას - ცაზე აკრული ჭერით, უეკლო გზით რომ იაროს ყველამ ვინ გაამაგროს მამულის ბჭენი.
მამულისათვის ჩამქრალს, დარდიანს, იმ სახელოვან დედებს და ქალებს, მეფე ერეკლეს, ცოტნე დადიანს!
ასეთი ლოცვა ღმერთმა აშოროს, მაშ, ვინ ჩაიცვას ტანზე ბეგთარი ვინ უერთგულოს მაშინ სამშობლოს.
უნდა იმძლავრონ და იარწივონ სამშობლოსათვის დაღვარონ სისხლი და თუ დასჭირდა, თავიც გასწირონ! |
ლექსები დედაზე • • • • • • ლილი ნუცუბიძის პოეზია |