კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 05:17

 

 

 

ღრუბელთა ჯგროში,

ტოტების ხლართში,

წყლის სიღრმეში თუ კედლების

ჩრდილში,

მომელანდება მწუხარე სახე

და წამიერი შემიპყრობს შიში!


ვერნახვის შიში.

არყოფნის შიში.

წამყოფის გრძნობა -

მყიფე და მჭახე...

სულ მელანდება -

ცხადშიც და ძილშიც, -

სულ ვხედავ, ოღონდ...

მარტოდენ სახეს!..


...შუშის ნამტვრევში

ლანდივით ჩნდება,

ჰგავს... კიდეც არ ჰგავს...

ხან არ ჰგავს... ხან ჰგავს...

ერთერთის წასვლით კავშირი წყდება...

ორნივ რომ წავალთ - 

სულ ვქრებით, ალბათ!..


ქალაქის თავზე მოქუფრულ ცაში

(რკინა რომ ფხაჭნის მყიფედ და მჭახედ!..),

მიწაში... ქვაში...

სიზმარში... ცხადში, -

სულ ვხედავ, - ოღონდ...

მარტოდენ სახეს!..


ჩნდება და ქრება...

ქრება და ჩნდება...

მიმზერს და ვუმზერ...

თან არ გავს... თან გავს...

...წმინდა ჩვენება ნისლივით ჰქრება

და... კვნესის ქარი მწუხარე ჰანგად!..


ლექსები დედაზე  • • •   პოეზია - გივი ძნელაძე  • • •   გივი ძნელაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ