კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 11:10

 

 

 

მოეფერეთ, მოეფერეთ დედებს,

არ დაღალოთ შრომითა და დარდით,

რათა იგი - ადრე არ დაბერდეს, -

ყველა, ამის შეგნებამდე ადით!


დედა არის - სიცოცხლეზე მეტი,

უერთგულეს ახლობელად იცან.

დედა არის - შენზედ მუდამ მჭვრეტი,

დედის ფასი - არ აქვს დედამიწას!


დედას გული -

შვილებისთვის უცემს,

დედა არის - ღმერთის ტოლი ქალი,

დედა - შენთვის თავს

გაწირავს უცებ,

გმზერს, ლომ-ვეფხვის და

არწივის თვალით!


დაუჯერეთ, დაუჯერეთ დედებს

და მიენდეთ მის ჭკუას და სურვილს.

იგი შენთვის ყველაფერს იმეტებს,

შენთვის უნდა მას გულიც და სულიც!


მე ეს თვითონ მიგებნია მრავლად,

თვით ვამაყობ ამით, განა ვმალავ?!

და ამიტომ მე თქვენც გაგიბედეთ, -

მოეფერეთ, მოეფერეთ დედებს!


მოეფერეთ, მოეფერეთ, დედებს,

არ დაღალოთ შრომითა და დარდით,

რათა, დედა ადრე არ დაბერდეს, -

ყველა ამის შეგნებამდე ადით!

 

ლექსები დედაზე • • •   პოეზია - ავთანდილ მეგრელიშვილი  • • • ავთანდილ მეგრელიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ