კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 06:19

 

 

 

დავცარიელდი... რაც აღარ მყავხარ,

მას შემდეგ, ბევრჯერ, ცრემლით გინატრე,

შენ იყავ ჩემი დიდი იმედი,

შენ იყავ ჩემი ციხე-სიმაგრე!


რა ტკბილად დამრჩი მოგონებებში,

ქვეყნად როგორი ლაღი მამყოფე?!

ახლა კი აქ ვარ და ვეფერები,

შენს სამუდამო ადგილ-სამყოფელს...


კვლავ გეხუტები, მინდა შეგიგრძნო,

ვიღაცა ჭიქით ღვინოსაც მაწვდის...

მგონია, თითქოს საფლავის ქვასაც, 

შენი სხეულის სურნელი ასდის...

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ