იქნებ შენ მითხრა, ტიალო, დილავ, ყელ-გულ-მკერდ-შვლიანო, ჩვენი ლამაზი დედები დღეს ლოგინს ვისთვის შლიანო?
დღეს ვისთვის ჩამოშლიანო?! ღაწვს ვისთვის ჩაიკაწრავენ და გლოვას არ მოშლიანო?
გნამავს ცრემლების წვიმაო, ნეტავ მაგ ცრემლთა სურნელში უჩუმრად ჩამაწვინაო...
დარდებო, მაღალმთიანო, დედის დაგებულ ლოგინში ანგელოზები კრთიანო?! |