მახსოვს ჩემთვის როგორ ქსოვდი წინდას შიგა და შიგ აქსოვებდი რვიანს; მე იმ წინდის სითბო დღესაც მათბობს და ვინახავ როგორც რელიქვიას.
გამიკეთე თავზე თეთრი ბაფთა. იმ ბაფთასაც ვეფერები დღემდე მიკიდია ჩემს საწოლის თავთან.
ცოტა-ცოტას ჩემს თავისთვის ვზრუნავ, სადმე როცა დავაპირებ წასვლას მე სარკის წინ დროზე დიდხანს ვბრუნავ.
ჩემი ხელით დავარცხნილი თმები, მე ავხედავ იქ შენეულ პორტრეტს, რომ არ მოხვალ მაშინვე მივხვდები.
პორტრეტიდან დედავ შენი მზერა. დავფიქრდები გული ჩამეწვება რომ არა ხარ დღემდე არა მჯერა. |