კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 11:33

 

 

 

მინდა თმაზე გადამისვა ხელი,

ისე, როგორც ბავშვობაში, დედა,

რაღაც უცბად დავიღალე, გესმის?

რაღაც უცებ მომეძალა სევდა...


ეჰ, ძვირფასო, მომემატა წლები,

დრო გავიდა... შემომაკლდა სითბო...

სიცივისგან დამისუსტდა ძვლები

და სიბერეც მეპარება თითქოს...


მინდა, ხელზე რომ მომკიდო ხელი,

გადასწიო ფრთხილად გულის ფარდა -

ხედავ? გულსაც როგორ სცვივა ცრემლი,

როგორ სტანჯავს მარტოობის განცდა?..


მისხალ-მისხალ იძარცვება გრძნობა,

სიყვარული სანთლად ბჟუტავს ქარში...

ნუთუ ასე ძვირად გვიღირს ბრძოლა,

რომ ეს გრძნობა არ ჩავიქროთ ძარღვში?


ხომ ვამბობთ, რომ არ ბერდება გული,

მაშ რად ცვდება გულს ნაშობი გრძნობა?

რად გვიქრება მზერა დაქარგული,

რად ძნელდება იმ თვალებით თრობა?


ალბათ მიდის... დროსთან ერთად მიდის...

და სიცივეს რჩება ბრძოლის ველი,

ეჰ, ზამთარი სადღაც აქვე გვიცდის-

მინდა, თმაზე გადამისვა ხელი...

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ