წვიმის წვეთებს რომ ჩამოჰყევი ამ დილის ცრემლით, მაინც მზის სხივით მაწერინებ, ძვირფასო, სათქმელს, ნიავივით რომ გზას მიკვალავ, ხომ ვიცი, დედი, და ძველებურად აკვნისფერი რიჟრაჟით მარწევ...
იღიმები და ვით ჩემს მოძღვნილ გვირილის ფურცლებს, წყლის თეთრ მაქმანებს, იფერებ და ჩაუმქრალ სევდას, მიტოვებული ნაპირისას, ფერმკთალი, უცქერ...
და სარეცელზე, ცარიელის, ცივ მდუმარებას, დედამიწაც კი დაიშანთა ძეთუღმერთობით, ლამის ცოდვები აღიარონ თვით ცრუ ვარდებმაც...
თუ ვერ შევძელი შენი ზამთრის კვლავ გათენება, რომ გაზაფხული ვერ ვიხსენი ავი მარტისგან, წუთისოფლის ხე, რომ დანაცრდა, წამგაელვებად...
და შორს ღიმილით სეფექალობ ლურჯ დედოფალთან... ხელს რომ ვერ გიწვდი და ვერ გშველი, დედილო, ნეტავ, თუ მაპატიებ... "შეგუებას... უშენობასთან?.. |