კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 11:17

 

 

 

დაგეძებ, დედა... ამ გარემოში

აღარ არსებობ, აღარ დადიხარ...

ალბათ, გრძნობს შენი ნათელი სული,

როგორ ვდარდობ და როგორ მაკლიხარ.


ღიმილი როგორ გაცვდა და გაქრა,

სულში აიგო სევდის კარავი;

მივალ ჩვენს სახლში, მაგრამ შენს ნაცვლად

მომეგებება მე აღარავინ.


შენ აღარ მყავხარ და სულს მიკაწრავს

მე უშენობის მტანჯველი ელდა,

ახლა ჩემს თვალში ეს კარ-მიდამო

რა უცნაურად დაცარიელდა...


შენ აღარ მყავხარ... მაინც სულ გეძებ,

გული გარემოს ათვალიერებს,

მთვარეულივით ამ დიდ სახლ-კარში

დავდივართ მე და სიცარიელე.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ