დე, იცი… ღამით ცრემლი მომდის ხანდახან და გარინდებულ სიმარტოვეს ტუჩებზე ვითლი, ჩემი ცხოვრების ის ეტაპი უკვე დამთავრდა და ყოველ დილით, მაკიაჟით მე ფერებს ვიცვლი.
მე მაჩუქეს, აპრილის კაბა და არათითზე წამომაცვეს მბზინავი რგოლი, მე გავიზარდე თუ ის კაბა დაპატარავდა არ ვიცი, მაგრამ მის ნაფლეთებს ყოველდღე ვწონი.
მტკივა სისხლისაგან დაცლილი გული, ლიბრგადაკრული თვალის ჭრილით ვეღარას ვხედავ, საწოლზე კუტი ლავაშივით პირქვე გართხმული რიჟრაჟით ისეც გახუნებულ ოცნებებს ვღებავ.
აღარ მინდა დავხუჭო თვალი, აღარც ჯიუტი შეგრძნებების მოგერიება, უნდა გამიგო, ზოგჯერ უნდა გავიღო ხარკი და მისთვის ზოგჯერ ზედმეტია მონანიება.
დასაწყისი შენა ხარ მხოლოდ და შენი სუნთქვა ყოველ ღამით, ჩემს ატირებას ნასკვავს ნერვებად და უაზრო ცხოვრების ბოლოს მე… გათელილი ბავშვობისთვის გთხოვ პატიებას.
გაზაფხული მოვიდა მგონი... |