დედაჩემი ჩიტი იყო, ვარდის ბუჩქზე ჰქონდა ბუდე, იქ გამზარდა, დამაფარა მზის სხივების აბლაბუდა.
მაგრამ ხშირად მზე მობრუნდა, არც არასდროს დაიშალა, არც არასდროს გადაბრუნდა.
ვარდის რტოზე ჩიტის ბუდე; ვარდით მკვება, მასულდგმულა, არც რა ფიქრი ჰქონდა მრუდე.
რაც საფუძვლად სულს დავუდე - დიდი ღმერთის სიყვარული და სიცოცხლის ერთი წუთი...
შენი სუნთქვა, შენი ბუდე, ვივლი, ვიდრე ვპოვებ ძალას, ღირსეულად დაგიბრუნდე. |