კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 12:17

 

 

 

ქალი, რომელიც სხვას არვის არ ჰგავს,

ქალი, რომელიც ჩემთვის თავს კარგავს,

ქალი, რომელიც სხვა დედებს არ ჰგავს,

ქალი, რომელიც ჩემს გრძნობებს ქარგავს.


ქალი, რომელიც დაქვრივდა ადრე,

ქალი, რომელსაც ცხოვრება ანდეს,

ის არ ყოფილა ამგვარად ადრე,

მას ახლა ბავშვის აღზრდა რომ ანდეს.


ქალი, რომელიც სიმტკიცეს აჩენს,

ქალი, რომელიც გრძნობებს არ ამხელს,

ქალი, რომელიც ტკივილს ინახავს

ამგვარი ქალი შენ არ გინახავს.


ის ხომ მამაცი სულის ქალია,

მამამ მის ხელში სული დალია,

ის ხომ არ ამხელს ამ ტკივილს მალულს,

მაგრამ მე ვხვდები მის გრძნობებს ქალურს.


მან საყვარელი ქმარი დაკარგა,

მან თავის შვილის მამა დამარხა,

შვილის, რომელსაც ძლიერ ნატრობდა,

მისი გაჩენით ქმარი ხარობდა.


მან მე მასწავლა გრძნობის დამალვა,

არ მაგრძნობინა მამის დაკარგვა,

მან მე მასწავლა სისუსტის მალვა

და დამისახა მე ჭკუის სწავლა.


მან მე მასწავლა სიკეთის არსი,

მითხრა სიკეთე აკეთე მუდამ,

მან მე მასწავლა რა არის ფარსი,

მითხრა არ აყვე გახსოვდეს მუდამ.


მან მე სამოთხის გამიღო კარი,

ის არის სულით უტკბესი ქალი,

ის არის ჩემი ცხოვრების აზრი

ის ჯერ დედაა შემდეგ კი ქალი.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ