სულეთის კართან მელოდე, დედა, საცაა გაწყდეს თოკი ლოდინის, ეს რა გულსევდა დღე დამებედა, დამძიმებულა დარდიც ლოდივით.
შენს ხამ კაბაზე თბილს და სევდიანს, ცრემლივით წვეთდა ნისლები სველი, ცრემლიც უბედო, თურმე, ბედია.
კანჭებზე ჭინჭრის ელავს ალმური, საფლავმა სულ სხვა ჟამი მაცნობა - მე ვარო შენი ბოლო სადგური.
სექტემბრის უხმო დილაა თბილი და დედის საფლავს, ვით სანთლის ქანდაკს, მორწმუნესავით ვეხები შვილი!.. |
ლექსები დედაზე • • • • • • დავით შემოქმედელის პოეზია |