კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 25 ნოემბერი 2024 15:04

 

 

 

უსუსურობას ქვეყანას ვუმხელ...

რა უნდა ვნახო ამაზე მეტი.

დედი, ბავშვივით გეძახდი წუხელ

და ჰაერივით გეძებდი, დედი.


შენს სამყოფელთან ვიდექ ქანდაკად

და გულის ნაცვლად ქვა მიყვაოდა.

რაც ხანი გადის, დედი, თანდათან,

აღარ მეძახი სასაფლაოდან.


მიდის ცხოვრება მდორე დინებით,

მახრჩობს სიმწარე-ეკლად მომხვევი.

ვერ შეგისრულე დანაპირები,

დედი, საფლავში ვერ ჩამოგყევი.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ