კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 12:49

დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო - ასე იტყოდნენ ჩემს ყრმობაში.

ჩემი სოფლის ტყისპირებში, ყოველ გაზაფხულზედ ია ბღუჯეულად ამოდიოდა, არემარე სულ ლურჯად გადაიბურებოდა ხოლმე.

მეგონა, მთელი ქვეყნის დედებს აქ ეტირნათ, იმდენი ია ამოსულიყო ჩემი სოფლის მშვენიერ მიდამოებში.

ძალზე მიკვირდა და თან სათუთად ვკრეფდი იებს, მე ხომ თვითეული ია დედის ცრემლი მეგონა!

- უჰ რამდენი უტირნია დედაჩემს! -

იის სიყვარული დედამ შთამაგონა, იასავით სპეტაკი ადამიანი იყო.

თვითონაც ხომ პირველი იების მოსვლის დღეებში გაგვშორდა...

სწორედ ძვირფასმა დედამ მასწავლა მასწავლა იების სისპეტაკისა და მშობლიური მიწის სიყვარული.

 

ლექსები დედაზე  • • •   პოეზია - გიორგი ლეონიძე  • • •   გიორგი ლეონიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ