დედი, სახვალიოდ საგძალ გამიმზადე, უნდა გადავიარ ჭაუხ ნისლიანი. კაი, რაად სდარდობ, აღარც ბალღი ვარ და თოვლიც ცოტაღაა, შავი და ჭიანი.
გახსოვს ალბათ, ეს რომ გითხარი და დილას ნაბილიკარს, ავჰყევ დეკიანის. მაინც არ იშლიდი, მაინც ჩამაცმიე, პაპის ქალბანნი და პერანგ ჯვრებიანი.
ხარჯიხვ დავთოფე და მერე გადმაფრენილ, ქარაფს დავეკიდე. დედი მაპატიე, სანამ დავენარცხე, შენზე ვფიქრობდი და ალბათ სხვებზეც კიდევ.
მე მოვკვდი და ესეც მაპატიე, იცი?! იმ ხარჯიხვსაც, შუნი დასტიროდა. ახლა, ალბათ მამაც, ჭიქას აიღებს და ჩემი მასპინძლობით იტყვის უდროოთას.
ჩემ საფლავზე, იმ შენ იასამნებს, უდგათ პერიოდი, ლურჯად შეფერების... იცი?! ყოველღამე შენთან მოვდივარ და შენ თმაში ჭაღარებს, ჩუმად ვეფერები... |